Project Description

უბრალო და მოხერხებული მართვა მექანიკური ღილაკების მეშვეობით; გამოსახულების და ზარის რეგულირების შესაძლებლობა; 2 გამოსაძახებელი პანელის შეერთების შესაძლებლობა; პოლიფონიური მელოდია ზარისათვის; ფერადი LCD (თხევად-კრისტალური) ეკრანი; ფუნქცია HANDS_FREE შესაძლებლობას იძლევა ესაუბროთ სტუმარს ყურმილის გარეშე. თანამედროვე, ელეგანტური დიზაინი და მცირე გაბარიტები საშუალებას გვაძლევს რეკომენდაცია გავუწიოთ ამ მოდელს, როგორც ბინაში დაშვების კონტროლის სისტემის ერთ-ერთ კარგ, ხელმისაწვდომ გადაწყვეტილებად. ამ ფერადი ვიდეო-დომოფონის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა გახლავთ ზარის პოლიფონიური მელოდია. მოწყობილობის მართვა ხორციელდება მექანიკური ღილაკებით, რუსულენოვანი, უბრალო და გასაგები OSD მენიუს საშუალებით. მენიუში ხელმისაწვდომია ეკრანის პარამეტრების მართვა (კონტრასტის და სიკაშკაშის) და ზარის ხმის რეგულირება. მსხვილი, მექანიკური ღილაკები ძალზედ კომფორტულია დაჭერისას, ხოლო 7 დიუმმიანი ეკრანი ადვილად მოსახმარს ხდის დომოფონს მათთვისაც კი ვისაც სუსტი მხედველობა გააჩნია. ფუნქცია HANDS_FREE საშუალებას გაძლევთ სტუმართან ყურმილის გარეშე ისაუბროთ. სადარბაზოში არსებული კამერისა და ასევე დამატებითი, სართულზე არსებული კამერის შეერთების ტექნიკური შესაძლებლობის წყალობით თქვენ შეძლებთ დაინახოთ, თუ ვინ რეკავს თქვენტან მაშინაც კი, თუ მომსვლელმა (სტუმარმა) შემოაღწია სადარბაზოში ზარის გარეშე. მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს სხვა დომოფონებთან პარალელურ რეჯიმში. ასეთ ჯაჭვში შეუძლია იმუშაოს მაქსიმუმ 4 დომოფონს. ამ რეჟიმის დროს, აქტიურდება ზარის გადართვის ფუნქცია ერთი დომოფონიდან მეორეზე. დომოფონს გააჩნია ინტერკომის ფუნქცია (ერთი მონიტორიდან მეორესთან დაკავშირების შესაძლებლობა).